კახა კალაძე - საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრი შეიქმნება - შესაბამის კვლევებს მუნიციპალიტეტი დააფინანსებს

თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში, ძვლის ტვინის გადანერგვის კომპონენტს კიდევ ერთი დამატებითი კვლევის დაფინანსება დაემატება, რომელსაც მუნიციპალიტეტი დააფინანსებს, რაც საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შექმნას გახდის შესაძლებელს, - ამის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოხალისეები, რომლებიც აღნიშნულ პროექტში ჩაერთვებიან, ადამიანური ლეიკოციტის ანტიგენის განსაზღვრის, C და B ჰეპატიტისა და სხვა კვლევები ჩაუტარდებათ, რომელსაც თბილისის მერია სრულად დააფინანსებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეესტრის შექმნა იმისთვის, რომ დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც აღნიშნული მიმართულებით გარკვეული საჭიროებები გააჩნია.

ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შექმნა, თავის მხრივ, საქართველოში ძვლის ტვინის ალოგენური (არანათესაური) გადანერგვის განხორციელებას შეუწყობს ხელს. ეს პაციენტისა და მისი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან, გარკვეულწილად, მათ ფინანსურ და ემოციურ ტვირთს შეუმსუბუქებს.

საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა ბანკის შექმნა, ძვლის ტვინის დონორთა მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, მათი მხარდაჭერითა და თანადგომით ხორციელდება. ორგანიზაციის წარმომადგენლები გასული წლის ბოლოს იმყოფებოდნენ ჩვენს ქვეყანაში და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მერიაში შეხვედრები გამართეს. იყო მსჯელობები, მოხდა შეთანხმება თუ რა უნდა გაკეთდეს და რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შესაქმნელად მოხალისე დონორთა ბაზის არსებობა ხდება საჭირო, ამისთვის კი, აუცილებელია პოტენციური დონორების კვლევა. კერძოდ, მოხალისეებს ძვლის ტვინის ადამიანური ლეიკოციტის ანტიგენის განსაზღვრის (HLA), C და B ჰეპატიტის და სხვა კვლევები უნდა ჩაუტარდეთ, რასაც მერია სრულად დააფინანსებს.

ღეროვანი უჯრედების დონორთა ბანკში ჩასართავად, მსურველებმა აუცილებელი კვლევების ჩასატარებლად, თბილისის მერიას შესაბამისი საბუთებით უნდა მიმართონ.

ჩემი თხოვნა იქნება, მთავრობს სხდომის შემდეგ კიდევ უფრო გავშალოთ თემა, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ ყველა იმ ადამიანს, ჰქონდეს აღნიშნულ პროექტთან ინფორმაცია, სად უნდა მოვიდნენ, ვისაც სურვილი აქვს, როგორ უნდა ჩაერთოს აღნიშნულ ბანკში და მონაწილეობა მიიღოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება