სემეკი - შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ სოფელ მარტყოფში გაზმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება ტარიფის ცვლილებას არ გამოიწვევს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგების მიზნით, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ გაზმომარაგების ინფრასტრუქტურას განაახლებს.

როგორც სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ინფრასტრუქტურის განახლების გამო სოფელ მარტყოფის აბონენტებისათვის ამჟამად მოქმედი ტარიფი არ შეიცვლება.

„სოფელ მარტყოფში არსებული გაზმომარაგების პრობლემების გამო, "სემეკ-ის" მიერ გაუქმდა შპს „აკრიანი - 2006“-ზე გაცემული ლიცენზია, რადგანაც კომპანიამ ვერ უზრუნველყო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და საიმედო მიწოდება. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს „აკრიანი-2006“ წლების განმავლობაში უხეშად არღვევდა უსაფრთხოების სტანდარტებს და არ იღებდა სათანადო ზომებს ქსელის მოვლა-პატრონობის მიზნით, გარდა ამისა არ ახორციელებდა ქსელურ საინვესტიციო პროექტებს, აღნიშნული საფრთხეს უქმნიდა ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ დაევალა სოფელ მარტყოფის აბონენტთა გაზმომარაგება, რომლის უზრუნველსაყოფადაც კომპანიამ ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო. კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია 2025 წლის ბოლოს დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება