საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა Erasmus+KA2-ის სამი პროექტის დაფინანსება მოიპოვა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა Erasmus+KA2-ის შესაძლებლობათა განვითარების მიმართულებით გამოცხადებულ სამ პროექტში - EU-AGM, OPTIFY და ReGROW - გაიმარჯვა და შესაბამისი დაფინანსება მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, Erasmus+KA2-ის პროექტები უმაღლესი განათლების გაუმჯობესებას, საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას და უნივერსიტეტის მდგრადი განვითარებას ისახავს მიზნად.

რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, Erasmus+KA2-ის პროექტებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობა უდავოდ მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ადასტურებს მის სწრაფვას ინოვაციების, მდგრადობისა და გლობალური თანამშრომლობისკენ.

როგორც სტუ-ის რექტორი აღნიშნავს, სამივე პროექტი, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ევროკავშირისა და აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნების უნივერსიტეტებთან პარტნიორობით განახორციელებს, საგანმანათლებლო პროცესების გაუმჯობესებას და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში წარმატებულ პოზიციონირებას ისახავს მიზნად.

სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელის გიორგი მიქიაშვილის განმარტებით, Erasmus+KA2-ის პროექტი EU-AGM-ი რვა უნივერსიტეტს აერთიანებს - აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებიდან: საქართველოს, აზერბაიჯანისა და მოლდოვის, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან - რუმინეთისა და საბერძნეთის. პროექტი ენერგეტიკის სექტორში სასწავლო კურსებისა და პროგრამების მოდერნიზებას ისახავს მიზნად, ასევე, ენერგეტიკული მდგრადობის ცირკულარულ ეკონომიკაზეა აქცენტირებული. EU-AGM-ის ფარგლებში გათვალისწინებულია დისტანციური ლაბორატორიების დაფუძნება, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 500-ზე მეტ სტუდენტს ახალ შესაძლებლობებს მოუტანს და მათი დასაქმების პერსპექტივებს გაზრდის.

გიორგი მიქიაშვილის თქმით, Erasmus+KA2-ის მეორე პროექტის - OPTIFY-ის ფარგლებში, აღმოსავლეთ სამეზობლოს, ცენტრალური აზიის, ევროკავშირისა და თურქეთის, ასევე რვა უნივერსიტეტი ითანამშრომლებს იმ მიზნით, რომ შეიმუშაოს ოპტიკურ საკომუნიკაციო ქსელებთან დაკავშირებული ახალი, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტით იქნება ინსპირირებული. სასწავლო პროგრამის მიზანი თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტირებული სწავლება და პროფესიონალთათვის კვალიფიკაციის ამაღლებაა.

როგორც სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი აცხადებს, უნივერსიტეტებისა და ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობითა და სასწავლო მასალებზე ღია წვდომის უზრუნველყოფით, პროექტი ხელს შეუწყობს პარტნიორ ქვეყნებში როგორც ციფრულ ტრანსფორმაციას, ისე შესაბამისი კომპეტენციების განვითარებას.

რაც შეეხება Erasmus+KA2-ის მესამე პროექტს - ReGROW-ს, სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელის თქმით, მისი მიზანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და უკრაინის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, სოფლის მეურნეობის მაგისტრის ერთობლივი პრეციზიული საგანმანათლებლო კურსის შემუშავებაა. პროექტი, თანამედროვე ტენდენციებისა და საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისად, სასწავლო პროგრამაში მოწინავე ტექნოლოგიებისა და მდგრადი პრაქტიკების ინტეგრირებას, ასევე, მათ ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ReGROW-ს მიზანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, გარემოს მდგრადობისა და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობაა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს