მამუკა ხაზარაძე - ბიძინა და „ოცნება“ პუტინის, „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ ამარა ტოვებს საქართველოს - გამოფხიზლების დროა

„ოცნება" პუტინის, „ჰეზბოლასა” და „ჰამასის“ ამარა ტოვებს საქართველოს, - ამის შესახებ “ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის პირდაპირი დახმარების შეჩერების შესახებ.

ხაზარაძის თქმით, 26 ოქტომბერი ხელისუფლების „პოლიტიკური განაჩენის“ დღეა.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებით, საქართველოს გაუჩერდა შეერთებული შტატების დახმარება 95 მილიონი დოლარის ოდენობით.

ბიძინა და თავისი "ოცნება" პუტინის, “ჰეზბოლასა” და „ჰამასის“ ამარა ტოვებს საქართველოს.

გამოფხიზლების დროა! 26 ოქტომბერი ამათი პოლიტიკური განაჩენის დღეა!“, - წერს ხაზარაძე.

ინფორმაციისთვის, აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტ პირდაპირ დახმარებას აჩერებს. კერძოდ, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგად, შეერთებული შტატები 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას აჩერებს, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას.

ენტონი ბლინკენი განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს.

ამასთან, სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელთაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება