გიგი წერეთელი - როდესაც პარტნიორად არ ირჩევ დასავლეთს და ირჩევ რუსეთს ან სხვა არადემოკრატიულ რეჟიმს, შესაძლოა, ტერორისტებისა და ომის დამნაშავეების გვერდითაც აღმოჩნდე

როდესაც პარტნიორად არ ირჩევ დასავლეთს და ირჩევ რუსეთს ან სხვა არადემოკრატიულ რეჟიმს, შესაძლოა, ტერორისტებისა და ომის დამნაშავეების გვერდითაც აღმოჩნდე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა და გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის დასწრებას ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე.

მისი თქმით, ეს ყველაფერი სამწუხაროა, თუმცა გასაკვირი არ არის.

„როდესაც შენ, როგორც ქვეყნის ხელისუფლება, ირჩევ სხვა ორბიტას და არა დასავლეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, როდესაც მოგწონს რუსეთი ან სხვა რომელიმე არადემოკრატიული რეჟიმი და იქ არსებული მართვის მოდელი იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნო, აღმოჩნდები ისეთი ადამიანების გვერდით, როგორიცაა ტერორისტი, ომის დამნაშავე და ა.შ“, - დასძინა გიგი წერეთელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება