ბსუ-ს სტუდენტები ტეხასის Prairie View A&M უნივერსიტეტში სტაჟირებას გადიან

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ტეხასის Prairie View A&M უნივერსიტეტში სტაჟირებას გადიან. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სტუდენტები აშშ-ის ექსტენციის სისტემას ეცნობიან და უნივერსიტეტის კვლევით და პრაქტიკულ აქტივობაში მონაწილეობენ.

„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების სტუდენტები: მერი წილოსანი, გიორგი კილასონია და ლუკა ნინიძე ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის USDA-ს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, ტეხასის Prairie View A&M უნივერსიტეტში სტაჟირებას გადიან.

სტუდენტები ეცნობიან აშშ-ის ექსტენციის სისტემას და მონაწილეობენ უნივერსიტეტის კვლევით და პრაქტიკულ აქტივობაში. კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, სექტორული პლატფორმა „მომავლის ფერმერი“ ახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს