გია ჯაფარიძე - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების გამო, დაიბლოკა 95 მილიონი აშშ დოლარი - მივმართავ „ქართულ ოცნებას“ და კობახიძეს, კიდევ რამდენი კატასტროფული ნაბიჯი უნდა გადადგათ ქართული ოჯახების გასაუბედურებლად?

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების გამო, დაიბლოკა 95 მილიონი ამერიკული დოლარი. ეს 95 მილიონი დოლარი დაიხარჯებოდა იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც გაზრდიდა ხელფასებს და დაწევდა ფასებს. ერთიანობით უნდა დავამარცხოთ „ოცნება“, სანამ ისინი ისეთ უფსკრულში გადაგვჩეხავენ, საიდანაც არ არსებობს შემობრუნების წერტილი, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა, რომელმაც აშშ-ის მიერ 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

ჯაფარიძის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული „რუსული კანონი“ ქართულ ოჯახებს აკოტრებს.

„დღეს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების გამო, დაიბლოკა 95 მილიონი ამერიკული დოლარი, რომელიც საქართველოს უნდა მოხმარებოდა. ეს 95 მილიონი დოლარი დაიხარჯებოდა იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც გაზრდიდა ხელფასებს და დაწევდა ფასებს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. საქართველოს მომავალი საფრთხეშია. ჩვენ უნდა დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, სანამ ისინი ისეთ უფსკრულში გადაგვჩეხავენ, საიდანაც არ არსებობს შემობრუნების წერტილი. ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ, ჩვენ მეტნი ვართ, ვიდრე ისინი. თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანი, ჩვენ დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“. ჩვენ გავწევრიანდებით ევროკავშირში და შევძლებთ კეთილდღეობა და ბედნიერი ცხოვრება ხელმისაწვდომი გავხადოთ საქართველოს ყველა მოქალაქისათვის. მივმართავ „ქართულ ოცნებას“ და ბატონ კობახიძეს - კიდევ რამდენი კატასტროფული ნაბიჯი უნდა გადადგათ საქართველოს მოქალაქეების და ქართული ოჯახების გასაუბედურებლად?“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება