პრემიერი - მინდა, მოგილოცოთ ლაშა ბექაურის ოლიმპიური ჩემპიონობა - ახალგაზრდა, კახელი, ქიზიყელი, ძალიან მაგარი ქართველი დღეს გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, რაც არის წარმოუდგენელი წარმატება

მინდა, მოგილოცოთ ლაშა ბექაურის ოლიმპიური ჩემპიონობა, ძალიან ამაღელვებელი იყო ამ ფინალის ყურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ლაშა ბექაური რამდენიმე დღის წინ გახდა 24 წლის და ამ ასაკში ორ გზის ოლიმპიური ჩემპიონობა არის წარმოუდგენელი წარმატება.

„ახალგაზრდა კაცი, კახელი კაცი, ქიზიყელი, ძალიან მაგარი ქართველი კაცი დღეს გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, რაც არის წარმოუდგენელი წარმატება. მინდა, მივულოცო ლაშას და თითოეულ თქვენგანს ეს არაჩვეულებრივი გამარჯვება. ასევე აღვნიშნავ, რომ რამდენიმე დღის წინ გახდა ლაშა ბექაური 24 წლის და ამ ასაკში ორ გზის ოლიმპიური ჩემპიონობა არის რაღაც წარმოუდგენელი წარმატება. კიდევ ერთხელ ვულოცავ მას ამ წარმატებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ვიცე-ჩემპიონობა კიდევ ერთხელ მიულოცა ძიუდოისტ ტატო გრიგალაშვილს.

„ასევე მინდა, ტატო გრიგალაშვილს კიდევ ერთხელ მივულოცო გუშინდელი წარმატება. ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონობა. ტატომ გატეხა გუშინ ნავსი, მან აიღო პირველი მედალი და დღევანდელი წარმატებისთვის ესეც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. მადლობა ბიჭებს, მადლობა ამ არაჩვეულებრივი გამარჯვებისთვის და სიამაყის განცდისთვის, რომელიც მათ მოგვანიჭეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს