მოლდოვაში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით ორი მაღალჩინოსანი დააკავეს

მოლდოვაში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით ორი მაღალჩინოსანი დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის კრიმინალთან და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა პროკურატურა (PCCOCS) ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ორი ბრალდებულის დაკავება პარლამენტში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ მოხდა.

პროკურატურის ცნობით, საქმის ფიგურანტები დანაშაულებს 2023 წლიდან ჩადიოდნენ. ერთ-ერთ სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი მას შემდეგ, რაც მან თითქოსდა შეაგროვა და უცხო ქვეყნის საელჩოს თანამშრომელს გადასცა ინფორმაცია, რომელიც “მოლდოვის ინტერესების საზიანოდ” უნდა გამოყენებულიყო.

PCCOCS არ აკონკრეტებს, რომელ უცხო ქვეყნის საელჩოზეა საუბარი და ვინ არის მისი თანამშრომელი.

მეორე დაკავებულ მაღალჩინოსანს მოლდოვის წინააღმდეგ შეთქმულებაში და პირადი სარგებლის მიღების მიზნით ქმედებებში ედება ბრალი. ის ასევე “ინარჩუნებდა კონტაქტს საელჩოს თანამშრომელთან ინფორმაციის შეგროვებისთვის და მისთვის გადაცემისთვის, რათა ის მოლდოვის ინტერესებს წინააღმდეგ ყოფილიყო გამოყენებული”.

“რადიო თავისუფლების” რუმინული სამსახურის თანახმად, ერთ-ერთი დაკავებული მოლდოვის პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იონ კრიანგეა. მათი ინფორმაციით, ის კიშინიოვში რუსეთის საელჩოს თანამშრომლებისთვის ინფორმაციის გადაცემის დროს დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს