ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს უმრავლესობა ამბობს, რომ რუსეთი წარმოდგენილი უნდა იყოს მშვიდობის მეორე სამიტზე - ვინაიდან მთელ მსოფლიოს სურს მათი მაგიდასთან დანახვა, ჩვენ წინააღმდეგი ვერ ვიქნებით

მსოფლიოს უმრავლესობა ამბობს, რომ რუსეთი წარმოდგენილი უნდა იყოს მშვიდობის მეორე სამიტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მნიშვნელოვან შედეგებს ვერ მივაღწევთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოელ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“მსოფლიოს უმრავლესობა ამბობს, რომ რუსეთი წარმოდგენილი უნდა იყოს მშვიდობის მეორე სამიტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მნიშვნელოვან შედეგებს ვერ მივაღწევთ. ვინაიდან მთელ მსოფლიოს სურს მათი მაგიდასთან დანახვა, ჩვენ წინააღმდეგი ვერ ვიქნებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას არ სურს, რომ სამშვიდობო ძალისხმევების მედიაცია ჩინეთის მიერ მოხდეს და კვლავ მოუწოდა პეკინს ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე ომის დასასრულებლად.

“თუ ჩინეთს სურს, მას შეუძლია რუსეთი აიძულოს ომის დასასრულებლად. ჩინეთი ამ სამყაროს განუყოფელი ნაწილი და გავლენიანი სახელმწიფოა. არ მსურს, რომ ისინი მედიატორის როლში იყვნენ. მსურს, რომ ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე”, - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს