ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტი 10 მლნ 547 ათასი ლარით გაიზარდა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 33-ე სხდომა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

სხდომას ესწრებოდნენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე იუზა უგულავა და მერიის სამსახურების ხელმძღვანელები.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სხდომაზე დამტკიცებულ საკითხებს შორის იყო ცვლილებების შეტანა ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში, რის შედეგადაც ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა 143 მილიონ ლარს გადააჭარბა.

„ცვლილებების მიხედვით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 3 მილიონი ლარი გამოიყო სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად.

5 200 000 ლარით გაიზარდა პრივატიზაციის გეგმა. ახალი პროგრამისთვის "მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობა", ასევე მთავრობის განკარგულებით, 1 029 000 ლარი იქნა გამოყოფილი, ხოლო ფინანსთა სამინისტროსგან, კაპიტალური გრანტის სახით 690 000 ლარი იქნა მიღებული.

საბოლოოდ, მესამე ცვლილების შედეგად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი 10 547 000 ლარით გაიზარდა და 143 922 900 ლარს შეადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება