დონალდ ტრამპი - კამალა ჰარისს სურს, რომ ახლა ცნობილი იყოს როგორც შავკანიანი, არ ვიცი ის ინდოელია თუ შავკანიანი?

კამალა ჰარისს სურს, რომ ახლა ცნობილი იყოს როგორც შავკანიანი, ასე რომ, არ ვიცი ის ინდოელია თუ შავკანიანი? - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ჩიკაგოში, შავკანიან ჟურნალისტთა ეროვნული ასოციაციის (NABJ) წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„არ ვიცოდი, რომ ის შავკანიანი იყო, სანამ რამდენიმე წლის წინ ის შემთხვევით შავკანიანი გახდა და ახლა სურს, რომ ცნობილი იყოს როგორც შავკანიანი. ასე რომ, არ ვიცი, ის ინდოელია თუ შავკანიანი?“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას დონალდ ტრამპი ABC News-ის კორესპონდენტს, რეიჩელ სკოტს დაუპირისპირდა და სკოტი „უხეშად წარდგენაში“ დაადანაშაულა, როდესაც წარსულში შავკანიანებისა და შავკანიანი ჟურნალისტების კრიტიკის შესახებ სკოტმა დონალდ ტრამპს შეკითხვა დაუსვა.

„ვფიქრობ, ეს სამარცხვინოა. მე აქ კარგ ხასიათზე მოვედი. მე ამ ქვეყნის შავკანიანი მოსახლეობა მიყვარს. ამ ქვეყნის შავკანიანი მოსახლეობისთვის უამრავი რამ გავაკეთე“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის დედა წარმოშობით ინდოელია, ხოლო მამა იამაიკელი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს