Reuters - ჩრდილოეთ კორეას სურს აშშ-თან ბირთვული მოლაპარაკებები განაახლოს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს

ჩრდილოეთ კორეას სურს აშშ-თან ბირთვული მოლაპარაკებები განაახლოს და ურთიერთობა დაასტაბილუროს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, - ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეელმა დიპლომატმა Reuters-ს განუცხადა.

რი ილ გიუმ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ალბათობა მაღალია და მას იმედი აქვს, რომ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის მიმართ დაწესებულ სანქციებს გააუქმებს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ იზოლაციას დაასრულებს.

ცნობისთვის, 2019 წელს აშშ-ის პრეზიდენტად ყოფნის დროს დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინს შეხვდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს