პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სან მარინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოსთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

სან მარინოში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსა და სან მარინოს რესპუბლიკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს - „Autorità Garante per la Protezione dei Dati Personali“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს სან მარინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს პრეზიდენტმა, დოქტ. უმბერტო რაპეტომ და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა.

„თანამშრომლობა მიზნად ისახავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების, კონფერენციების, სემინარების, სასწავლო ვიზიტების ორგანიზებას. აგრეთვე, ინფორმაციის გაზიარებას ეროვნული კანონმდებლობისა და ევროპული სტანდარტების იმპლემენტაციის შესახებ და ორმხრივი პროფესიული განვითარების მიზნით, ექსპერტების გაცვლას.

ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე ლელა ჯანაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საერთაშორისო დარგობრივ პლატფორმებსა და ქსელებში მონაწილეობის თაობაზე ისაუბრა. მან მადლიერებით აღნიშნა სან მარინოს კოლეგა საზედამხედველო ორგანოს მხარდაჭერა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიმართ.

ცერემონიის გახსნით ნაწილში, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სან მარინოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა - მარკო გატიმ, საგარეო საქმეთა საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობისა და ტელეკომუნიკაციის სამინისტროს ევროპულ საქმეთა დირექტორიატის ხელმძღვანელმა - ლუკა ბრანდიმ. მათ ხაზგასმით აღნიშნეს ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა სან მარინოს რესპუბლიკისათვის, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადების პროცესში მყოფი სახელმწიფოსთვის.

სან მარინოს რესპუბლიკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს პრეზიდენტმა, დოქტ. უმბერტო რაპეტომ განსაკუთრებით აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თანამშრომლობის მნიშვნელობა და მზაობა გამოთქვა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ერთობლივი აქტივობების განხორციელების თაობაზე. სან მარინოს რესპუბლიკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ვიცე პრეზიდენტმა, პატრიცია გიგანტემ, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა სან მარინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს არსებობის ისტორიაში პირველი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თანამშრომლობის მნიშვნელობა საუკეთესო გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. მან, ასევე, ისაუბრა სან მარინოს საზედამხედველო ორგანოს საერთაშორისო პლატფორმებში მონაწილეობისა და სამომავლოდ საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოების თაობაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის