თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათი ცნობით, უწყებათაშორისი კომისიის სხდომა სახელმწიფო მინისტრმა გახსნა და ყურადღება 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესის, მისი შემდგომი მდგრადობის და ეფექტიანობის უზრუნველყოფის განსაკუთრებულ დატვირთვაზე, გაუჩინარებულ პირთა ბედის და ადგილსამყოფლის დადგენისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის თვალსაზრისით გაამახვილა.

სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული თემატიკის მიხედვით, განხილეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესის მიმდინარეობა, განხორციელებული საქმიანობა, აქტუალური საკითხები და სამომავლო ხედვები. ყურადღება გამახვილდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) სტრატეგიული კვლევის დასკვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე მიმდინარე პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესზე, სახელმწიფო უწყებების მეტად გაზრდილ როლსა და შესაბამისი ფუნქციების განხორციელების გზებზე.

„უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ყველა დარგობრივ უწყებასთან ერთად, დღეს ჩვენ განვიხილეთ ის მნიშვნელოვანი შედეგები, რასაც მივაღწიეთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ერთიანი ძალისხმევით. ასევე, ვიმსჯელეთ სამომავლო ხედვაზე, რომელიც ორიენტირებულია სახელმწიფო უწყებების როლის შემდგომ გაძლიერებაზე და პროცესში ცენტრალურ ადგილს ოჯახებს ანიჭებს, რათა კიდევ უფრო მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენა და მათი ოჯახების ხანგრძლივი მოლოდინის დასრულება შევძლოთ. სწორედ ამ კონტექსტში განვიხილეთ და შევაჯერეთ ოჯახების თანადგომის ფუნქციის აღსრულების კონკრეტული გზები და უახლოეს დღეებში დაგეგმილი ღონისძიებები,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო