კურსდამთავრებულებს ანაზღაურებად სტაჟირებაზე განაცხადების წარდგენა 2 აგვისტოდან შეეძლებათ

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით ანაზღაურებად სტაჟირებაზე კონკურსი ცხადდება. აღნიშნულის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ განმარტა, შერჩევის მთავარი კრიტერიუმი აკადემიური მოსწრება იქნება, კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება, ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობა კი 3000-მდე კურსდამთავრებულს მიეცემა.

„ეს საკითხი დავამუშავეთ, მადლობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. უკვე ცხადდება კონკურსი, კურსდამთავრებულებს 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით განაცხადების შემოტანა შეეძლებათ. შერჩევის მთავარი კრიტერიუმი აკადემიური მოსწრება იქნება. უწყებებმა სპეციფიკის შესაბამისად განსაზღვრეს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები, 2-ეტაპიანი კონკურსი ჩატარდება, საბუთების გადარჩევა, შემდეგ იქნება, ასევე, გასაუბრებები და მთლიანობაში, 3000-მდე კურსდამთავრებული მიიღებს სტაჟირების გავლის შესაძლებლობას საჯარო სტრუქტურებში, რაც მათთვის შექმნის კარიერული წინსვლის მნიშვნელოვან საფუძველს, ისინი საჯარო სამსახურის სისტემაში შევლენ, საჯარო სისტემის ფუნქციონირებას გაეცნობიან, რამაც მომავალში ხელი უნდა შეუწყოს მათ კარიერულ წინსვლას და განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება