მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის იანვარი - ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა ისტორიული მაქსიმუმი შეადგინა

2024 წლის პირველ ნახევარში, იანვარ-ივნისის მდგომარეობით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.2%-ით გაიზარდა და 1,898.4 მილიონი აშშ. დოლარს გაუტოლდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს მაჩვენებელი ორი კვარტლის ჭრილში ისტორიული მაქსიმუმია და 2019 წლის შესაბამის დონეს 30.4%-ით აჭარბებს.

„ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია კვლავ აგრძელებს იყოს დივერსიფიცირებული. შემოსავლების ზრდაში ევროკავშირისა და ყურის ქვეყნებს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი. ჩვენს ქვეყანაში იზრდება ავიაკომპანიების რაოდენობა და ფრენის სიხშირეები. ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ მარკეტინგული კამპანიების წარმოებას, რაც ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზებას საერთაშორისო არეალზე. ასევე, იზრდება ტურისტული ნაკადები. ამდენად, ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი მიმდინარე წელთან დაკავშირებით - დარწმუნებულები ვართ, რომ წლის ბოლოს საქართველოს ტურიზმის სექტორი ახალ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწევს, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე, ტურიზმის სექტორის მდგრადობასა და რა თქმა უნდა, ჩვენი მცირე და საშუალო მეწარმეების კეთილდღეობაზე.

სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან, (გაიზარდა 30.7 მლნ. აშშ. დოლარით და 246.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), ისრაელიდან (გაიზარდა 27.2 მლნ. აშშ. დოლარით, 175.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), თურქეთიდან (გაიზარდა 23.1 მლნ. აშშ. დოლარით, 287 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), აზერბაიჯანიდან (გაიზარდა 17.6 მლნ. აშშ. დოლარით, 78.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), საუდის არაბეთიდან (გაიზარდა 10.5 მლნ. აშშ. დოლარით,32.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა).

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის