გიორგი ვაშაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე - 26 ოქტომბერს, ერთიანობით მივდივართ არჩევნებზე და ამ კანონს ვაუქმებთ, ეს არის გამოსავალი

26 ოქტომბერს, ერთიანობით მივდივართ არჩევნებზე და ამ კანონს ვაუქმებთ, ეს არის გამოსავალი, - ასე გამოეხმაურა „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დღეიდან ძალაში შესვლას.

ვაშაძე მიესალმება იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის გადაწყვეტილებას, რომლებიც უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებას არ აპირებენ და პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ.

„ყველამ ერთად უნდა გავაუქმოთ კანონი, გავაუქმოთ „ქართული ოცნების“ ეს ანტიდასავლური კურსი, გავაუქმოთ ყველაფერი ანტიდემოკრატიული, რაც საქართველოშია და წინსვლა, განვითარება დავიწყოთ, მოვიტანოთ 14 მილიარდი, სამუშაო ადგილები შევქმნათ. იმისთვის, რომ თქვენი ხელფასები გაორმაგდეს, 26 ოქტომბერს არჩევნებზე უნდა მიხვიდეთ, ვისაც გინდათ მიეცით ხმა „ქართული ოცნების“ გარდა.

მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. 26 ოქტომბერს, გავაუქმოთ „რუსული კანონი“, ეს არის ჩვენი გზავნილი“, - აცხადებს ვაშაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს