გიორგი ამილახვარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე - რაც კანონშია გაწერილი, ის უნდა შეასრულონ, მორჩა!

კანონში გაწერილია ყველა კანონისმიერი მოქმედება. ამიტომ მათ მოვუწოდებ, დაემორჩილონ კანონს და კანონის ნორმები შეასრულონ! წერტილი! - ასე უპასუხა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

“რაც კანონშია გაწერილი, ის უნდა შეასრულონ, მორჩა!“, - განაცხადა მინისტრმა.

დღეიდან ძალაშია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ყველა ის ნორმა, რომელიც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას ავალდებულებს. რეესტრში რეგისტრირება სავალდებულო ხდება ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებლის სტატუსით რეესტრში დარეგისტრირებისთვის ერთ თვიანი ვადა აქვთ. სექტემბრიდან კი, იუსტიციის სამინისტრო მონიტორინგს დაიწყებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება