ოთარ შამუგია - ჩვენი მიზანია, სრულად დაბინავდეს მოსავალი და მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ ყურძნის რეალიზაცია, ხოლო ღვინის ინდუსტრიამ გააგრძელოს სტაბილური განვითარება

ჩვენი მიზანია, სრულად დაბინავდეს მოსავალი და მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ ყურძნის რეალიზაცია, ხოლო ღვინის ინდუსტრიამ გააგრძელოს სტაბილური განვითარება, - ამის შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველი 2024-ის ფარგლებში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და შესყიდული 1 კგ. ყურძნის სანაცვლოდ, ჩამბარებელ მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 1.00 ლარს. კახეთის რეგიონში, მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 0,20 ლარს;

მინისტრმა წარმატებები უსურვა მევენახეებს და ღვინის მწარმოებლებს. მისი ინფორმაციით, 2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონას აღწევს.

„ჩვენ 10 წელზე მეტია აქტიურად ვეხმარებით მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებას და არაერთ პროგრამას ვახორციელებთ ამ მიმართულებით, რაზეც დეტალურად ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ამ პერიოდში 5-ჯერ არის გაზრდილი გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა და 4-ჯერ არის გაზრდილი ექსპორტი. 2023 წელს ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტმა 455 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი. 43-დან 66 -მდეა გაზრდილი საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფია; ბოლო წლებში, ყოველწლიურად მევენახეები 300 მლნ ლარამდე შემოსავალს იღებენ ყურძნის რეალიზაციიდან და ვფიქრობთ, რომ წელს ეს შემოსავალი კიდევ უფრო მაღალი იქნება. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე არის სახელმწიფოს და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობის და ჩვენი მხრიდან მხარდამჭერი პროგრამების განხორციელების შედეგი. დარგის მხარდაჭერას ვაგრძელებთ“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს