ლევან ბეჟაშვილი - ივანიშვილი საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს გასაოცარი დემოკრატიის აშენებით ატყუებდა, 12 წლის თავზე კი მივიღეთ „ჰეზბოლასთან“და „ჰამასთან“ დამეგობრებული ქვეყანა

იყო დრო, როცა ივანიშვილი საქართველოს საზოგადოებას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს გასაოცარი დემოკრატიის აშენებით ატყუებდა, 12 წლის თავზე კი მივიღეთ იზოლირებული და „ჰეზბოლასთან“ დამეგობრებული ქვეყანა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მის თქმით, 26 ოქტომბერს „საქართველომ უნდა მოიშოროს ივანიშვილის ,,ოცნება“ და სენი“.

„იყო დრო, როცა ივანიშვილი საქართველოს საზოგადოებას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს გასაოცარი დემოკრატიის აშენებით ატყუებდა, ჩვენ 12 წლის თავზე, მივიღეთ ქვეყანა, რომელიც არის იზოლირებული, რომელიც ურთიერთობს "ჰეზბოლასთან", "ჰამასთან" და სხვა დიქტატორულ ტერორისტულ ორგანიზაციასთან, სახელმწიფოსთან. მივიღეთ ქვეყანა, სადაც ღარიბები კიდევ უფრო ღარიბდებიან და ივანიშვილის კლანის წევრები კიდევ უფრო მდიდრდებიან, ამიტომ 26 ოქტომბერი არის ის თარიღი, როცა საქართველომ უნდა მოიშოროს ივანიშვილის ,,ოცნება“ და სენი, შესაბამისად, გაიკაფოს გზა ევროპული მომავლისკენ“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს