ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ ჩინეთი მოისურვებს, მას შეუძლია რუსეთს ომის შეწყვეტა აიძულოს - ვისურვებდი, რომ მას შუამავლის მისია არ ჰქონოდა, ვისურვებდი, რომ ომის დასრულების მიზნით რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს

თუ ჩინეთი მოისურვებს, მას შეუძლია რუსეთს ომის შეწყვეტა აიძულოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ასე გიპასუხებთ. თუ ჩინეთი მოისურვებს, მას შეუძლია რუსეთს ომის შეწყვეტა აიძულოს. ჩინეთი მსოფლიოს განუყოფელი ნაწილია, ერთ-ერთი გავლენიანი ძალაა. ვისურვებდი, რომ მათ შუამავლის მისია არ ჰქონოდათ. ვისურვებდი, რომ ომის დასრულების მიზნით რუსეთზე ზეწოლა მოახდინონ. ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები ახდენს ზეწოლას. ისევე, როგორც ევროკავშირი ახდენს ზეწოლას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რაც უფრო ძლიერია სახელმწიფო, რუსეთზე ზეწოლაც მით უფრო ძლიერი იქნება და შედეგის მიღწევაც სწრაფად მოხდება.

„ამიტომ, ვისურვებდი, რომ ამ ომთან დაკავშირებით ჩინეთს უფრო ძლიერი პოზიცია ჰქონდეს, რათა მათ რუსები შეაჩერონ. ჩვენ ზედმეტი არაფერი გვჭირდება. დამატებითი მხარდაჭერა არ არის საჭირო. ყველაფერი საერთაშორისო სამართალზე უნდა იყოს დაფუძნებული. ვისურვებდი, რომ ჩინეთს ასეთი პრინციპული პოზიცია ჰქონდეს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს