ბექა დავითულიანი - არა თუ დარეგისტრირებას არ აპირებენ რაღაც ჯგუფები, არამედ დონორის მხრიდან არიან კოორდინირებულები და ეუბნებიან, რომ არ უნდა დარეგისტრირდნენ - ეს არის პრორევოლუციური სცენარის დადგმა და ვნახოთ, ვისი აჯობებს

არა თუ დარეგისტრირებას არ აპირებენ რაღაც ჯგუფები, არამედ მეტსაც გეტყვით, დონორის მხრიდან არიან კოორდინირებულები და პირიქით, ეუბნებიან, რომ არ უნდა დარეგისტრირდნენ - ეს არის პრორევოლუციური სცენარის დადგმა და ვნახოთ, ვისი აჯობებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კანონი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ძალიან მარტივ რამეს ითხოვს - რეგისტრაციას და შემოსავლების დეკლარირებას.

„არა თუ დარეგისტრირებას არ აპირებენ რაღაც ჯგუფები, არამედ მეტსაც გეტყვით, დონორის მხრიდან არიან კოორდინირებულები და პირიქით, ეუბნებიან, რომ არ უნდა დარეგისტრირდნენ. თუ დარეგისტრირდებიან პროგრამებს შეუჩერებენ და თუ მაინცდამაინც სხვა გამოსავალი ვერ იპოვეს, შეთავაზება აქვთ, რომ საზღვარგარეთ წაიყვანენ, იქ დაარეგისტრირებენ, როგორც უცხო ძალას და ისე შემოუშვებენ. ამ დონის კოორდინირება არის. ეს არის არაფერი, პრორევოლუციური სცენარის დადგმაა და ვნახოთ, ვისი აჯობებს," - განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ყველა ის ნორმა, რომელიც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას ავალდებულებს, ძალაში დღეიდან შევიდა.

რეესტრში რეგისტრირება სავალდებულო ხდება ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება