მაია სანდუ რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებზე - სახელმწიფო ღალატის შემთხვევები მკაცრად უნდა დაისაჯოს - როცა ვამბობ „დასჯას“, პროკურატურასა და სასამართლოებს ვგულისხმობ

მაია სანდუს განცხადებით, სახელმწიფო ღალატის შემთხვევები კანონის შესაბამისად მკაცრად უნდა დაისაჯოს.

მოლდოვის პრეზიდენტი პარლამენტში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის დაკავებას გამოეხმაურა.

„ასეთი შემთხვევების მხოლოდ გამოვლენა არ არის საკმარისი, მათი დასჯა უნდა მოხდეს. როცა ვამბობ „დასჯას“, პროკურატურასა და სასამართლოებს ვგულისხმობ. იმედი მაქვს, ამჯერად მტკიცებულებები სერიოზული იქნება და იმ ინსტიტუტების დამოკიდებულებაც სერიოზული იქნება, რომლებიც ამ ადამიანებს დასჯიან. ახლა მთავარია მივაღწიოთ იმას, რომ სამშობლოს ღალატის ეს მაგალითი, კანონის შესაბამისად, მკაცრად დაისაჯოს“, - განაცხადა მაია სანდუმ.

შეგახსენებთ, გუშინ, პარლამენტში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, მოლდოვაში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით ორი მაღალჩინოსანი დააკავეს. „რადიო თავისუფლების“ რუმინული სამსახურის თანახმად, ერთ-ერთი დაკავებული მოლდოვის პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იონ კრიანგეა. მათი ინფორმაციით, ის კიშინიოვში რუსეთის საელჩოს თანამშრომლებისთვის ინფორმაციის გადაცემის დროს დააკავეს. დღეს, მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს