სტუ-ის წყალთა მეურნეობის კვლევით ინსტიტუტში საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის კვლევით ინსტიტუტში საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი - „ინოვაცური მიდგომები წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვასა და სამოქალაქო მშენებლობაში“ ჩატარდა, რომელიც ინსტიტუტის დაარსებიდან 99 წლისთავს მიეძღვნა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობით, საერთაშორისო სემინარი ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა გახსნა. მან სამეცნიერო ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის სტუმრებსა და ინსტიტუტის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

სემინარზე, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო, მთის მდგრადი განვითარების და აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები, მაგისტრანტები და დოქტორანტები ესწრებოდნენ, მოხსენებით წარსდგნენ ვარმია-მაზურის უნივერსიტეტის (ოლშტინი, პოლონეთი) გეოინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორები - ჯოანა პავლოვიჩი და ალდონა სკოტნიცკა–შეპშაკი.

პროფესორმა ჯოანა პავლოვიჩმა წარმოადგინა ისტორიულ–კულტურული ძეგლებისა და დაძველებული ნაგებობის, ასევე, დაბალდაწნევიანი კაშხლების დეფორმაციის პროგნოზი თანამედროვე 3D ლაზერული სკანერისა და დრონით ფოტოგრაფირების საშუალებით. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ინოვაციური მეთოდების გამოყენებით შესაძლებელია სამგაზომილებიან სივრცეში შენობებისა და კონსტრუქციების ნებისმიერი დეფორმაციისა და დაზიანების, მათ შორის ბზარების, ფიქსაცია.

გარდა ამისა, პოლონელმა მკვლევარმა განიხილა ლაზერული სკანირების, დრონისა და BIM-ის ტექნოლოგიების გამოყენებით მდინარეებში, შესაბამისი დეფექტების დადგენის მიზნით, დაბალდაწნევიან ჰიდროკვანძებზე არსებული მდგომარეობის განსაზღვრის საკითხი. მანვე იმსჯელა ნებისმიერი ტიპის ობიექტის რემონტისა და რეაბილიტაციის დაგეგმვითი სამუშაოების პროცესში 3D ლაზერული სკანირების მნიშვნელობასა და სარგებელზე.

ვარმია-მაზურის უნივერსიტეტის პროფესორმა ალდონა სკოტნიცკა–შეპშაკმა მოხსენების შესავალ ნაწილში ყურადღება გაამახვილა პოლონეთში, მაზურის რეგიონში, კლიმატის ცვლილებების გათვალისწინებით, წყლის რესურსებისა და ტბების ინტეგრალურ მართვაზე. მისი თქმით, ეს ადგილი სპეციფიკური ტერიტორიაა და წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების პერიოდში განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს. მომხსენებელმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა წვიმის ინტენსიობასთან კორელაციურად დაკავშირებული წყალდიდობის გამომწვევ მიზეზებზეც.

სტუ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო სამეცნიერო სემინარის დასკვნითი ნაწილი თემასთან დაკავშირებულ კითხვა-პასუხსა და დისკუსიას დაეთმო.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო