ილია სულამანიძე ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა

ქართველი ძიუდოისტი (100 კგ) ილია სულამანიძე პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ფინალში სულამანიძე აზერბაიჯანელ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ზელიმ კოცოევს 1:0 ამარცხებდა, მაგრამ 8 წამით ადრე მესამე შიდო მიიღო და მარცხი განიცადა.

ქართველმა სპორტსმენმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო - იტალიელ ჯენარო პირელის იპონით სძლია, შემდეგ ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონიის სახელით მოასპარეზე აარონ ვოლფს ვაზარით მოუგო, შვეიცრიელი დანიელ აიხი კი 11 წამში იპონით დაამარცხა.

შეგახსენებთ, საქართველოს ამ დრომდე ოლიმპიადაზე ორი მედალი ჰქონდა. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა.

ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში ( ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს