გაერთიანებამ "ძლიერი საქართველო"  სლოგანით - „რეალური ალტერნატივა“ საარჩევნო კამპანია გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ძლიერი საქართველო“, რომელშიც წარმოდგენილია პარტია „ლელო“, „ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“, საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.

საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიება „მზიურის“ ამფითეატრში გაიმართა.

როგორც გახსნის ღონისძიებიდან გახდა ცნობილი, პოლიტიკური გაერთიანების „ძლიერი საქართველო“ მთავარი სლოგანი „რეალური ალტერნატივა“ იქნება, ხოლო საარჩევნო ნომერი - 9.

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, “ლელოს“ ფამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პოლიტიკური გაერთიანება ხვალიდან რეგიონებში შეხვედრებს გამართავს, ხოლო 10 დღეში საარჩევნო პროგრამას ოფიციალურად წარადგენს.

„ხვალიდან ჩვენ შემოვივლით მთელს საქართველოს და ხალხს გვაცნობთ გეგმას, როგორ უნდა შევიდეს საქართველო ევროკავშირში, თუ როგორ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, როგორ უნდა დავაფუძნოთ საქართველოში სერიოზული განათლების სისტემა, როგორ უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება ზოგადად ადამიანის მიმართ, როგორ ავაღორძინოთ სოფელი და ა.შ. ამას ჩვენ გავაკეთებთ იმ პროგრამის საშუალებით, რომელსაც სულ რაღაც 10 დღეში დეტალურად გაგაცნობთ, რომელშიც ჩვენ გვინდა თქვენი მხარდაჭერა და ჩართულობა იმიტომ, რომ არ არსებობს პარტია, რომელიც ხალხის გარეშე რაღაცის რეფორმას აპირებს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვერ ვიხილავთ ხალხის მიერ უარყოფილ ძველ პოლიტიკოსებს, რომლებიც არ გვჭირდება და რომლებიც ახალი სახეებით ბრუნდებიან პოლიტიკაში. ჩვენ ვიხილავთ ნამდვილ ახალ სახეებს ახალგაზრდების სახით. 27 ოქტომბერი იქნება ის დღე, როდესაც ჩვენ გავიღვიძებთ და ვნახავთ რომ ბიძინა თავისი „ქართული ოცნებით“ არის წასული, ხოლო ჩვენ კი ვიწყებთ ახალი, ძლიერი საქართველოს მშენებლობას. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. მე მინდა ყველას მოგიწოდოთ, შემოგვიერთდით იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს შანსი ვიყოთ ძლიერი ქვეყნის შვილები“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია