გიორგი ვაშაძე - „ქართულმა ოცნებამ“ მტრად გამოაცხადა აშშ და ევროპა, ევროკავშირი ოფიციალურად ამბობს, რომ ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, ფურცელზეც კი არ არსებობს - პირობას გაძლევთ, ჩვენ 14 მილიარდ ევროს მოვიტანთ 6 წელიწადში

პირობას გაძლევთ, 14 მილიარდ ევროს მოვიტანთ 6 წელიწადში, - ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის ევროპული სტანდარტების დასაახლოებლად ფინანსებს ევროპული და ამერიკული ფონდიდან მოიზიდავენ.

„მე გეუბნებით, რომ ჩვენი გუნდი 14 მილიარდ ევროს მოიტანს შემდგომი 6 წლის განმავლობაში. ეს იქნება ევროპული და ამერიკული ფონდებიდან, რომლებიც ჩვენ დაგვეხმარება, რომ დავეწიოთ ევროკავშირის განვითარების სტანდარტს. პირობას გაძლევთ, 14 მილიარდ ევროს მოვიტანთ 6 წელიწადში. აქ გათვალისწინებულია: სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება; წარმოების განვითარება საქართველოში; განათლების სისტემის მაქსიმალური მხარდაჭერა პედაგოგებისთვის და მოსწავლეებისთვის ევროპული სტანდარტის განათლების სისტემის შექმნა; ჯანდაცვის მიმართულება; ტექნოლოგიები და ტექნოლოგიური განვითარება; ინფრასტრუქტურა და ახალი, მეგა პროექტების განხორციელება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გარდა ამისა, გიორგი ვაშაძემ ისაუბრა მმართველ პარტიაზეც და აღნიშნა, რომ წარმოუდგენელია „ქართულმა ოცნებამ“ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების აღდგენა შეძლოს.

„მეგობარი რომ გიღალატებთ, შეიძლება რომ ურთიერთობა აღდგეს ისევ ისე, როგორც გქონდათ მანამდე? რთულია და თითქმის წარმოუდგენელია. „ქართულმა ოცნებამ“ ზუსტად ეს გააკეთა, მტრად გამოაცხადა აშშ და ევროპა, დააბრალა სიყალბეები, ქართველი ხალხის ნება გააყალბა. ვინ ეხვეწებოდა „რუსული კანონის“ მიღებას, რომელიც უკვე 95 მილიონი დაგვიჯდა? კიდევ რისკის ქვეშაა 10 მილიარდი ლარი. ევროკავშირი ოფიციალურად ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, ფურცელზეც კი არ არსებობს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს