ლაშა გურული ოლიმპიადის ნახევარფინალშია

ქართველი მოკრივე ლაშა გურული ოლიმპიადის ნახევარფინალშია. ლაშა გურულმა ყაზახი ბაზარბაი მუხამედსაბირი დაამარცხა.

ლაშას მეორე რაუნდში წარბი გაუსკდა და სისხლი წამოუვიდა, რის გამოც ბრძოლა ორჯერ შეჩერდა. თუმცა, საბოლოოდ მსაჯების გაყოფილი გადწყვეტილებით (3:2) გამარჯვება მას დარჩა. ნახევარფინალში გასვლა კი გარანტირებულ ბრინჯაოს მედალს ნიშნავს.

4 აგვისტოს ნახევრფინალში ლაშა გურული კუბელ ალვარეს ბორხეს შეხვდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ამ დროისთვის, ოლიმპიადაზე სამი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ვერცხლის მედალი მოიპოვა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემაც, რომელიც ფინალში აზერბაიჯანელ მეტოქეს, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ზელიმ კოცოევს 1:0 ამარცხებდა, თუმცა 8 წამით ადრე მესამე შიდო მიიღო და მარცხი განიცადა.

ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში ( ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!