„ჯივიპი“ წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ქსელებზე სამუშაოებს ასრულებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, დღეს, დღის 11:00 საათიდან 3 აგვისტოს დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება თბილისის ზედა ზონებს: წავკისს, კიკეთს, კოჯორს, წყნეთს, სოფელ ბეთანიას, სოფელ ახალდაბას, კვესეთს და სამადლოს.

როგორც „ჯივიპის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წყალმომარაგების შეზღუდვის მიზეზი სამუშაოების ჩატარებაა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - წყნეთის გზატკეცილის წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება დაასრულა.

„ჯივიპიმ“ პროექტში 3,6 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა და რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად განაახლა 2 კმ-მდე სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები და 0,5 კმ-მდე სიგრძის წყალარინების ქსელი. ასევე, განახლებულ ქსელზე დაამონტაჟა 10 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოაწყო 2 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი.

ახლად მოწყობილი წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაციაში გასაშვებად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ჯგუფები გადაერთებითი სამუშაოების ბოლო ეტაპს დღეს, 2 აგვისტოს, დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 2 აგვისტოს, დღის 11:00 საათიდან 3 აგვისტოს დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

თბილისის ზედა ზონებს: წავკისს, კიკეთს, კოჯორს, წყნეთს, სოფელ ბეთანიას, სოფელ ახალდაბას, კვესეთს და სამადლოს.

“Aqualia-ს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მიზანი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქსელების ინდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაციაა. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში განისაზღვრა და დაიგეგმა წყნეთის გზატკეცილის წყალსადენისა და წყალარინების მოძველებული ქსელების სრული განახლება. სარებილიტაციო პროექტის ტექნიკური სამუშაოები 16 ივნისს დაიწყო და დღეს, 2 აგვისტოს ახლად მოწყობილი წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაციაში გასაშვებად დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს”,- განაცხადა „ჯივიპის“ აქტივების მართვის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ.

კომპანიის ცნობით, წყნეთის გზატკეცილზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ საგზაო სამუშაოებს ქალაქ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ჩაატარებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge .

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს