ვლადიმერ პუტინი რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმართა გაცვლის შედეგად გათავისუფლებულებს ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა

კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმართა გაცვლის შედეგად გათავისუფლებულებს ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეზიდენტმა გათავისუფლებულებს სამშობლოში დაბრუნება მიულოცა.

„პირველ რიგში, მსურს, ყველას მოგილოცოთ სამშობლოში დაბრუნება“,- განაცხადა პუტინმა.

მან ასევე ფიცისა და მოვალეობისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურთან ჰქონდათ კავშირი და მათ სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის შესახებ აცნობა.

ამასთან, BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, პუტინი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის დაპატიმრებულ ვადიმ კრასიკოვს პირადად მიესალმა და გადაეხვია.

ცნობისთვის, რუსეთის მხარისთვის გადაცემულ რუსეთის მოქალაქეებს შორის არიან: არტემ დულცევი (გათავისუფლებული სლოვენიიდან), ანა დულცევა (გათავისუფლებული სლოვენიიდან), მიხაილ მიკუშინი (გათავისუფლებული ნორვეგიიდან), პაველ რუბცოვი (გათავისუფლებული ნორვეგიიდან), რომან სელეზნიოვი (გათავისუფლებული აშშ-დან), ვლადისლავ კლიუშინი (გათავისუფლებული აშშ-დან) და ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული ვადიმ კრასიკოვი (გათავისუფლებული გერმანიიდან). გათავისუფლებულ ამერიკელ მოქალაქეებს შორის არიან: რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი, ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, აშშ-ისა და რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა და დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის მოქალაქე ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზა, რომელსაც ასევე აშშ-ში მუდმივი ბინადრობა გააჩნია. გერმანიაში წავა გერმანიის 5 მოქალაქე - რიკო კრიგერი, კევინ ლიკი, პარტიკ შობელი, დიტერ ვორონინი და ჰერმან მოიჟესი, და 7 რუსი პოლიტიკური პატიმარი - ილია იაშინი, ლილია ჩანიშევა, ქსენია ფადეევა, ვადიმ ოსტანინი, ანდრეი პივოვაროვი, ოლეგ ორლოვი და საშა სკოჩილენკო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება