ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ შეთანხმებით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლებაც იგეგმებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ შეთანხმებით რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გათავისუფლებაც იგეგმებოდა.

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, აშშ პარტნიორებთან ერთად მუშაობდა ისეთი შეთანხმების მიღწევაზე, რომლის ნაწილი ნავალნის გათავისუფლებაც იქნებოდა.

„ჩვენ ვმუშაობდით პარტნიორებთან ერთად შეთანხმებაზე, რომლის ნაწილიც იქნებოდა ალექსეი ნავალნი. სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა. სწორედ იმ დღეს, როდესაც ნავალნი გარდაიცვალა, მე ევანის [გერშკოვიჩი] მშობლებს შევხვდი და ვუთხარი მათ, რომ პრეზიდენტი მოწადინებული იყო, რომ ეს გაეკეთებინა, ამ ტრაგიკული ამბის ფონზეც კი და რომ ჩვენ ვიმუშავებდით დღე და ღამე, რათა ეს დღე დამდგარიყო. ეს სამუშაო უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა", - განაცხადა სალივანმა.

ცნობისთვის, გაცვლის შედეგად გათავისუფლებულ ამერიკელ მოქალაქეებს შორის არიან: რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი, ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, აშშ-ისა და რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა და დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის მოქალაქე ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზა, რომელსაც ასევე აშშ-ში მუდმივი ბინადრობა გააჩნია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს