ბონდო თედორაძე - თორნიკე რიჟვაძის ერთადერთი საქმიანობა არა ქობულეთელებზე და აჭარლებზე ზრუნვაა, არამედ ქრთამი და კორუფციული გარიგებებია

თორნიკე რიჟვაძის ერთადერთი საქმიანობა არა ქობულეთელებზე და აჭარლებზე ზრუნვაა, არამედ ქრთამი და კორუფციული გარიგებებია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბონდო თედორაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ბონდო თედორაძემ ქობულეთში შეჩერებული სპორტსკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული კომპლექსისთვის ქობულეთში ტენდერი ჯერ კიდევ, 2013წელს გამოცხადდა, თუმცა, მისივე განმარტებით, პროექტი „ქართული ოცნების“ მერის დანიშვნისთანავე შეჩერდა.

„2013 წელს წინა ხელისუფლების დროს, როცა ვიყავით ადგილობრივ მმართველობაში გამოცხადდა ტენდერი ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის, რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოიყო 3 მლნ ლარი, როგორც კი დაინიშნა პირველი „ქართული ოცნების“ მერი, იმწუთასვე შეჩერდა აღნიშნული პროექტი ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ეს იყო წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული. ამის შემდეგ არაერთგზის დაპირდნენ ქობულეთელებს, რომ ააშენებდნენ სხვა ტერიტორიაზე კომპლექსურ სასპორტო სკოლას, თუმცა დღემდე ის არ აშენებულა.

2023 წელს აჭარის მთავრობის ეგიდით თორნიკე რიჟვაძემ გამოაცხადა ტენდერი ქობულეთში სპორტული სკოლის მშენებლობისთვის, რომელიც არ შედგა და იმის შემდეგ ტენდერიც არ გამოცხადებულა და საერთოდ გაჩერდა აღნიშნული პროექტი. შესაბამისად, თორნიკე რიჟვაძეს წინასაარჩევნო დაპირებაც გადაეყარა წყალში, ამიტომ კითხვით მივმართეთ თორნიკე რიჟვაძეს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერს ლევან ზოიძეს, რატომ მავნებლობენ შეგნებულად და მხოლოდ და მხოლოდ, წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული პროექტი, რატომ გახდა მიზეზი, რომ ქობულეთელებისთვის, ქობულეთელი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის წაერთვათ კომპლექსური სკოლა, რომელიც დღემდე არ აშენებულა.

ერთადერთი საქმე, რაც მათ ქობულეთში გამოსდით ქრთამი და კორუფციული გარიგებებია. სხვა შემთხვევაში, მათი მოღვაწეობის და რუსული ოცნების ხელისუფლების დროს ქობულეთში რაიმე მნიშვნელოვანი, რაც ადგილობრივ ახალგაზრდებს გამოადგებოდა, არაფერი გაუკეთებიათ.“ - განაცხადა ბონდო თედორაძემ, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს