სემეკში USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე ქალთა სტაჟირების პროგრამის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, (სემეკ) USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) გენდერული თანასწორობის პროგრამის - „ენერგეტიკაში ქალი ლიდერების წინ წამოწევის“ ფარგლებში, ქალი სტაჟიორების 6 თვიანი პროგრამის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „სემეკი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას კომისიის აღმასრულებელი დირექტორი ელეონორა ლაგვილავა და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა სტაჟირების პროგრამის შედეგები განიხილეს, ქალი სტაჟიორების შეფასებები პროგრამასთან დაკავშირებით. სტაჟიორების მხრიდან ხაზი გაესვა პროგრამის მნიშვნელობასა და ეფექტიანობას ენერგეტიკის სექტორში ქალთა როლის გაძლიერების კუთხით. პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

„ენერგეტიკის სექტორში ქალის როლის გაძლიერების მიზნით, „სემეკის“ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და იურიდიულ დეპარტამენტებში, ასევე კომისიასთან არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში, USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე NARUC-ის გენდერული თანასწორობის პროგრამის - „ენერგეტიკაში ქალი ლიდერების წინ წამოწევის“ ფარგლებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა 2-ჯერ განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში სტაჟირება გაიარეს კონკურსის წესით შერჩეულმა ინჟინერიის, იურისტის, ეკონომისტი/ფინანსისტის სპეციალობის მიმართულებით ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის ქალმა სტუდენტებმა და ახალმა კურსდამთავრებულებმა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს