ანა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნება“ დადის ირანში, მეგობრობს ტერორისტულ ორგანიზაციებთან, ავტოკრატ ლიდერებთან და საქართველოს ამზადებს იმისთვის, რომ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოექცეს

„ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი ტერორისტული ორგანიზაციებისა და ავტოკრატი ლიდერების გვერდით მონიშნა - შესაძლოა, ირაკლი კობახიძის ადგილი არის იქ, სადაც დადის, მაგრამ იქ ქართველი ხალხის ადგილი ნამდვილად არ არის! საქართველო ნამდვილად არ იმსახურებს იმას, რომ ამდენი ბრძოლით მოპოვებული ევროპული პერსპექტივა ქარს გავატანოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის გაერთიანება ღირებულებებს ეფუძნება და ავტოკრატი ლიდერების ადგილი, ვინც ევროპულ ღირებულებებს არ იზიარებს და ემტერება მას, დემოკრატიულ სახელმწიფოებში არ არის.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უმძიმეს დარტყმას აყენებს. ფინანსური მხარდაჭერა, რასაც საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს მოქალაქეები იღებდნენ, გაჩერებულია "ქართული ოცნების" ავტოკრატიული, ძალადობრივი, რუსული პოლიტიკის გამო. როგორც დაანონსებულია, კიდევ უფრო მეტი პროექტი გაჩერდება.

კარგია ის, რომ ამ პროექტების გაგრძელება და ყველა სიკეთის დაბრუნება, რასაც ქვეყანა იღებდა, ახლა სწორედ საქართველოს მოქალაქეების ხელშია.

დღეს საქართველო იმ მდგომარეობაში უნდა იყოს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ვისხდეთ და ნაბიჯებს ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანებისკენ ვდგამდეთ. ამის ნაცვლად „ქართული ოცნება" დადის ირანში, მეგობრობს ტერორისტულ ორგანიზაციებთან და ავტოკრატ ლიდერებთან და საქართველოს ამზადებს იმისთვის, რომ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოექცეს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს