აჭარის უმაღლეს საბჭოში ქვემო სილეზიის სავოევოდოს ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ სავოევოდოს მარშალის, პაველ განკარცის ხელმძღვანელობით პოლონეთის ქვემო სილეზიის დელეგაციას უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის თანამშრომლობაზე ისაუბრეს, ყურადღება გამახვილდა რეგიონულ ურთიერთობებზე.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის განცხადებით, აჭარის უმაღლეს საბჭოსა და ქვემო სილეზიის სეიმკს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

„განვიხილეთ ბოლო წლებში განხორციელებული ერთობლივი, წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები, რაც განათლების, სპორტისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურებას ითვალისწინებს. აჭარის უმაღლეს საბჭოსა და ქვემო სილეზიის სეიმკს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. ამასთან, სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბრანდენბურგის მიწის ლანდტაგთან თანამშრომლობით, ბათუმში ვგეგმავთ რეგიონული პარლამენტების კონფერენციის ჩატარებას“, - აღნიშნა დავით გაბაიძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვემო სილეზიის მარშალმა - პაველ განკარცმა უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა რეგიონებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

„შეხვედრას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ტიტე აროშიძე, აპარატის ხელმძღვანელი - ზურაბ ჭურკვეიძე ესწრებოდნენ.

3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს - თორნიკე რიჟვაძესა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება