ფოთის მერი - ჩვენ გავაგრძელებთ ფესტივალების მხარდაჭერას, რომელიც შთამბეჭდავ დღეებს ჩუქნის ჩვენს თანაქალაქელებს

ფოთში, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი წარმატებით დაიხურა.

ფოთის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთიდან ჩამოსული თეატრალური დასები მონაწილეობდნენ.

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი, საიუბილეო მეათე წელს აღნიშნავს. ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ 2015 წელს ფოთში დაფუძნდა და მას შემდეგ წარმატებით იმართება. რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ყოველწლიურად ახალ, საინტერესო წარმოდგენებს სთავაზობს მაყურებელს.

უწყების ცნობით, ფესტივალის საზეიმო დახურვის ცერემონიალზე, თეატრალური ფესტივალის დამფუძნებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნინელი ჭანკვეტაძემ, მხარდაჭერისა და წარმატებული თანამშრომლობისთვის, ფოთის მერს ბექა ვაჭარაძეს და სენაკის მერს ვახტანგ გადელიას მადლობა გადაუხადა და სიმბოლური ჯილდო გადასცა.

„რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალს ტრადიციულად წარმატებით უმასპინძლა ჩვენმა ქალაქმა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავსი ფესტივალების მხარდაჭერას, რომელიც შთამბეჭდავ დღეებს ჩუქნის ჩვენს თანაქალაქელებს”-განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს". ფესტივალი საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს