დეა მეტრეველი - ხელოვანები ერთიანდებიან „კულტურის დეკლარაციის“ იდეის გარშემო, რომელიც კულტურის სფეროში გასატარებელი უმნიშვნელოვანესი რეფორმებისთვის წინადადებებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს

პარტია „ლელოს“ წევრის, დეა მეტრეველის განცხადებით, ხელოვანები ერთიანდებიან „კულტურის დეკლარაციის“ შექმნის იდეის გარშემო, რომელიც სფეროს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ კულტურის სფეროში გასატარებელი უმნიშვნელოვანესი რეფორმებისთვის წინადადებებს და რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

მისივე თქმით, კულტურის სფერო უნდა გახდეს ძლიერი, თავისუფალი და წარმატებული.

„დღეს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების პლატფორმამ „კულტურა დემოკრატიისთვის“ უმნიშვნელოვანესი ინიციატივა გააჟღერა - ხელოვანები ერთიანდებიან „კულტურის დეკლარაციის“ შექმნის იდეის გარშემო, რომელიც სფეროს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ კულტურის სფეროში გასატარებელი უმნიშვნელოვანესი რეფორმებისთვის წინადადებებს და რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

კულტურის სფერო უნდა გახდეს ძლიერი, თავისუფალი და წარმატებული. კრიზისი, რომელშიც ხელისუფლებამ ქართული კულტურა შეიყვანა, უნდა დასრულდეს. საჭიროა რეფორმები, სფეროს დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიები, სახელოვნებო ინსტიტუციების მდგრადობის სტიმულირება და ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირების გაზრდა სწორედ კულტურით.

სრული მხარდაჭერა ამ და ყველა სხვა ინიციატივას, რომელიც კულტურის სფეროს ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარეობს.

ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“, - განაცხადა დეა მეტრეველმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს