პროკურორი - თუ გავითვალისწინებთ იმას, მიხეილ სააკაშვილმა როგორ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, როგორ გადმოკვეთა უკანონოდ საზღვარი, არსებობს რეალური საფრთხე, რომ მის წინააღმდეგ ჩვენებების მიმცემ პირებზე მოახდინოს ზემოქმედება

თუ გავითვალისწინებთ იმას, მიხეილ სააკაშვილმა როგორ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, როგორ გადმოკვეთა უკანონოდ სახელმწიფოს საზღვარი, ბუნებრივია, იმის რეალური საფრთხე არსებობს, რომ მის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენებების მიმცემ პირებზე გარკვეულწილად ზემოქმედება მოახდინოს , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ორივე ინსტანციის სასამართლოში არსებობს პრეცედენტი, როცა მისჯილ ადამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

„სასამართლომ არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა საქმის თავიდან დაწყება გადაწყვიტა. ეს კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, კანონში არანაირი გამონაკლისი არ არსებობს გარდა ერთი შემთხვევისა, როცა მოსამართლე სათადარიგოა.

რაც შეეხება პატიმრობის გამოყენების საკითხს და რატომ დააყენა ბრალდების მხარემ აღნიშნული შუამდგომლობა. როდესაც მიხეილ სააკაშვილს თავდაპირველ ეტაპზე ბრალი წარედგინა, აბსოლუტურად სხვა მოცემულობა იყო და ძირითადი მოწმეები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ მამხილებელ ჩვენებას აძლევენ, ის მოწმეები, რომლებმაც მას არამხოლოდ ხელი შეუწყვეს საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში, არამედ, მის გადაადგილებაში მიიღეს მონაწილეობა, ისინი თავიდან უნდა დაიკითხონ. მოცემულ შემთხვევაში, როცა მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარედგინა, ნამდვილად, ბრალდების მხარემ მხოლოდ წინა სასამართლო სხდომა განსაზღვრა, ვინაიდან იმ ეტაპზე მოწმეებზე ზემოქმედების და არც სხვა საფრთხეები არ არსებობდა, რომლის საფუძველზეც შეიძლებოდა პატიმრობა გამოყენებულიყო. ახლა შემდეგი მოცემულობა გვაქვს: პირველი, ის გარემოება, რომ ის პირები, ვისაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიების ეტაპზე ჩვენება აქვთ მიცემული, სასამართლო პროცესზე უნდა დაიკითხონ. თქვენი ყურით მოუსმინეთ მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ უდანაშაულოა, ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, რაც მიუთითებს, რომ ყველა მტკიცებულება არსებით გამოკვლევაზე უნდა მოხვდეს. ნამდვილად არსებობს მათზე ზემოქმედების მოხდენის შესაძლებლობა. ახლა კონკრეტულად, თუ როგორი ფორმით შეიძლება მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს. კანონმდებლობა განმარტავს, პროკურორი ვალდებულია, საფრთხის არსებობა დაადასტუროს. ეს საფრთხე მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არსებობს, რომ მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს, რათა მართლმსაჯულების აღსრულებას ხელი შეუშალოს. კონკრეტულად, როგორ და რა ფორმით შეიძლება ბრალდებულმა მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს, ამაზე ბრალდების მხარემ შუამდგომლობის ნაწილში ისაუბრა და სასამართლომ დასაბუთებულად გაიზიარა.

დაცვის მხარემ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს ელგუჯა ცომაიას, წოწორიების და სხვათა მიმართ. ბრალდების მხარე განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პრეცედენტი არსებობს არამხოლოდ პირველ ინსტანციაში, არამედ მეორე ინსტანციაში, როცა მისჯილ ადამიანს პატიმრობა შეუფარდეს. სასჯელის მიზანი სხვა რამეა, აღკვეთის ღონისძიების მიზანი - სხვა. თუ გავითვალისწინებთ იმას, მიხეილ სააკაშვილმა როგორ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, როგორ გადმოკვეთა უკანონოდ სახელმწიფოს საზღვარი, ბუნებრივია, არსებობს იმის რეალური საფრთხე, რომ მის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენებების მიმცემ პირებზე გარკვეულწილად ზემოქმედება მოახდინოს. ბრალდების მხარემ ეს საფრთხე დაინახა, დაასაბუთა და სასამართლომ დასაბუთებულად გაიზიარა“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მიხეილ სააკაშვილს აქამდე, არც ერთ მიმდინარე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ ჰქონდა შეფარდებული. ის მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენით იხდის სასჯელს.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია