გამორჩეული ბუღალტრული მომსახურება თქვენი კომპანიისთვის

„ენთები“ 9 წელზე მეტია ქმნის თანამედროვე და განსხვავებულ სამომხმარებლო გამოცდილებას ბუღალტრული მომსახურების სფეროში.

2024 წლის მარტში „თიბისის“ მიერ ორგანიზებულ, საქართველოში ყველაზე მასშტაბური, ბიზნესის დაჯილდოების ღონისძიებაში კომპანიამ ნომინაციაში „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილებისთვის“ გაიმარჯვა.

„ენთები“ ყოველთვიურად 600-ზე მეტ კომპანიას ემსახურება და სთავაზობს ბუღალტრულ, საგადასახადო და სხვა ფინანსურ მომსახურებას. კომპანიის ფასეულობების ცენტრში დგას მომხმარებელი და მისთვის კომფორტული, სანდო და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება. სწორედ ამ ფასეულობის გარშემო „ენთები“-ს გუნდში გაერთიანებულია 100-ზე მეტი ბუღალტერი, საგადასახადო ექსპერტი და ფინანსების სპეციალისტი.

მომხმარებელთა კვლევებზე დაყრდნობით, „ენთები“-ს სერვისის შეფასებისას ყველაზე ხშირად ფიგურირებს სიტყვები:

 „თანამედროვე“

 „კომფორტული“

 „სანდო“

 „სწრაფი“

 „ექსპერტი“

„ენთები“-ს დაარსების დღიდან კომპანიის უმთავრესი პრიორიტეტი იყო ისეთი სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა, რომელიც არ ჩამოუვარდებოდა და ხშირ შემთხვევაში აჭარბებდა ევროპულ სტანდარტებს. სწორედ ამ მიზნით კომპანიამ მოახდინა უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა და ბუღალტერიის პროცესების ავტომატიზაცია.

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია კმაყოფილი თანამშრომელი. „ენთები“ მუდმივად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების კმაყოფილებაზე და ახდენს მათ მუდმივ გადამზადებას მომსახურების სტანდარტების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად. კომპანიის სამოტივაციო პოლიტიკა მიბმულია სწორედ მომხმარებელი კომპანიების კმაყოფილებაზე, რომელიც წელიწადში ორჯერ მოწმდება კვლევებისა და გამოკითხვების გზით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „ენთები“-ს ბუღალტრული მომსახურება ერთდროულად ხარისხიანიცაა და ხელმისაწვდომიც. სერვისის ფასები ოპტიმიზირებულია და მორგებულია მომხმარებელი კომპანიების ბიუჯეტზე.

ენთების საკონტაქტო ინფორმაცია: ფეისბუქი: https://www.facebook.com/AccountAnts.ge ; ტელეფონი: +995 32 212 22 12; საიტი: www.ants.ge

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება