The New York Times - „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობასთან კავშირის ბრალდებით ირანში ათეულობით ადამიანი დააკავეს

„ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობასთან კავშირის ბრალდებით ირანში ათეულობით ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ირანულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

NYT-ის ცნობით, დაკავებულთა შორის ირანის დაზვერვის მაღალჩინოსნები, სამხედრო მოსამსახურეები და იმ სასტუმროს თანამშრომლები არიან, რომელსაც ირანის რევოლუციური გვარდია მართავს და სადაც ისმაილ ჰანიე რჩებოდა.

ცნობისთვის, The Telegraph-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ სასტუმროში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესატანად „მოსადმა“ ირანის დაზვერვის აგენტები გამოიყენა და შემდეგ მოწყობილება დისტანციურად აამოქმედა, თუმცა ირანში „ჰამასის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისმაილ ჰანიეზე თავდასხმა ჭურვის გამოყენებით განხორციელდა, რამაც შენობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება