„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თელავის ბაზარში მოსახლეობას ხვდებიან

ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიყოთ ყველგან, სადაც არის ქართველი ამომრჩევლის ხმა. ყველაზე საინტერესო, რაც ახლა აღმოვაჩინეთ არის ის, რომ ყველაზე მეტად მოსწონთ საქართველოს რუკა, რასაც ვარიგებთ - ეს არის ერთიანი საქართველოს რუკა, რომელშიც შედის საქართველო მთელი თავისი ტერიტორიებით, რომელსაც არ აღიარებს რუსეთი, „ჰამასი“, ირანი, მაგრამ აღიარებს ევროპა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ, საარჩევნო კამპანიის დროს თელავის მოსახლეობასთან განაცხადა.

ცნობისთვის, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თელავის ბაზარში მოსახლეობას ხვდებიან და ერთიანი საქართველოს რუკებს არიგებენ.

„ჩვენ, ასევე მონაწილეობას ვიღებთ დემოკრატიის ფესტივალში, სადაც ადამიანები გვაჩვენებენ თავიანთ მიღწევებს, ახალ პროდუქციას, რომელიც ევროპული დახმარებით შეიქმნა საქართველოში და ყველა იმედის თვალით გვიყურებს, რომ ეს ევროპული პერსპექტივა ჩვენ არ დაგვეკარგება. თელავში განსაკუთრებით პოპულარულები ვართ გიორგი ბოტკოველის დამსახურებით, რომელიც ძალიან უყვართ აქ.“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს