ირაკლი კობახიძე - სათანადო ვადებში ყველა შესაბამისი მყინვარი იქნება დაფარული მონიტორინგის სისტემით, ეს გარკვეულ დროს მოითხოვს, თუმცა შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ყველა სამუშაო შესრულდება

არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა მისი მხრიდან, უშუალოდ ტრაგედიის დღეებში, - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მეცნიერ თეა გოდოლაძის განცხადებას, რომ დასკვნის შედეგად მყარდება აზრი, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემების და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება.

როგორც კობახიძემ აღნიშნა სათანადო ვადებში მყინვარები მონიტორინგის სისტემით დაიფარება.

„მე არ მინდა რაღაც კომენტარები გავაკეთო ამ ადამიანის განცხადებებთან დაკავშირებით. არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა მისი მხრიდან, უშუალოდ ტრაგედიის დღეებში და ყველაზე მძიმე ის არის, როდესაც ტრაგედიის დღეებში შეგნებულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, მათ შორის ერთ-ერთი ტყუილი, რაც მან გაავრცელა იყო ის, რომ თითქოს ტბა იყო დაგუბებული და ეს ტბა მოწყდა მყინვარიდან. არ მინდა ამაში შევიდე, არ მინდა ამასთან დაკავშირებით მეტი კომენტარი გავაკეთო.

რაც შეეხება სისტემებს, ამასთან დაკავშირებით მე განცხადება გავაკეთე, როცა მთავრობის დამტკიცების დღე იყო და შემდეგ როცა ყოველწლიური ანგარიში ჩავაბარე. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უძღვება ამ სამუშაო პროცესს, ამ ყველაფერში ჩართულია შვეიცარიელ პარტნიორი და სათანადო ვადებში მყინვარები დაფარული იქნება მონიტორინგის სისტემით. ეს გარკვეულ დროს მოითხოვს, თუმცა სათანადო ვადებში შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ყველა სამუშაო შესრულდება“, - განაცხადა კობახიძემ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით