გიორგი ვაშაძე - დარწმუნებული ვარ, რომ „ქართულ ოცნებას” ძალიან  დიდი სიურპრიზი ელოდება 26 ოქტომბერს

დარწმუნებული ვარ, რომ „ქართულ ოცნებას” ძალიან დიდი სიურპრიზი ელოდება 26 ოქტომბერს, - ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ერთიანობის“ წევრებმა თელავში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს, სადაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს.

„დღეს არის ფესტივალი თელავში, სადაც ჩვენ ვხვდებით ხალხს. ვესაუბრებით, რომ ეს არჩევნები არის წარსულსა და მომავალს შორის. ეს არჩევნები არის “ქართული ოცნების” ჭაობსა და ევროკავშირში გაწევრიანებას შორის. ეს არჩევნები არის დაპირისპირებასა, რომელსაც “ქართული ოცნება” გვთავაზობს და ერთიანობას შორის.

ძალიან მაგარი განწყობაა და მე დარწმუნებული ვარ, რომ “ ქართულ ოცნებას” ძალიან დიდი სიურპრიზი ელოდება 26 ოქტომბერს და აიღებს იმის ნახევარზე უფრო ნაკლებს ვიდრო ფიქრობს, რომ აიღებს.

ეს განწყობაა ახლა თელავში, სადაც ყველაფერი შემოვიარეთ”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება