მამუკა ხაზარაძე - ივანიშვილის ხელისუფლება რუსული კანონით ხელმძღვანელობს, ამიტომ „ოცნებისთვის“ ოპოზიციური ძალა საშიშროებას წარმოადგენს

ივანიშვილის ხელისუფლება რუსული კანონით ხელმძღვანელობს, ამიტომ „ოცნებისთვის“ ოპოზიციური ძალა საშიშროებას წარმოადგენს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძე თელავში, „დემოკრატიის ფესტივალზე“ იმყოფება. მან მედიასთან ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი გასვლითი პროექტები და მოქალაქეებთან წინასაარჩევნო გეგმებზე საუბარი საჭიროა.

„რაც უფრო მეტად ახლოს იქნება გაცნობილი სხვადასხვა პარტიების პროგრამები და ხედვები ჩვენი მოქალაქეებისადმი, იქნება ძალიან კარგი. რაც შეეხება „ქართული ოცნების" კომენტარს, ეს ის „ქართული ოცნებაა", რომელიც ხელმძღვანელობს რუსული კანონით და შესაბამისად მათთვის ყველაფერი საშიშროებას წარმოადგენს, რომელიც არის გამჭვირვალობაზე, ნამდვილ გამჭვირვალობაზე და არა მოგონილ გამჭვირვალობაზე დაყრდნობილი, რაც არის დემოკრატიასთან კავშირში", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

თელავი დემოკრატიის ფესტივალს მასპინძლობს - სადაც სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერების შესახებ საუბრებენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება