ანა დოლიძე - ჩვენი რეგიონები ხელისუფლებას მიტოვებული ჰყავს

ასეთი ფესტივალები და შეკრებები უნდა იყოს ჩვეულებრივი ამბავი ჩვენი რეგიონებისთვის, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ, თელავში მიმდინარე „დემოკრატიის ფესტივალზე“ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამგვარი ღონისძიებები რეგიონებში იშვიათია და მიიჩნევს, რომ რეგიონებს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს.

„ასეთი ფესტივალები და შეკრებები უნდა იყოს ჩვეულებრივი ამბავი ჩვენი რეგიონებისთვის. სამწუხაროდ, ეს არის იშვიათი ამბავი ისევე, როგორც იშვიათი ამბავი არის კარგი ჯანდაცვა, კარგი განათლება, სუფთა და ხელმისაწვდომი სასმელი წყალი და ბევრი სამუშაო ადგილი. ჩვენი რეგიონები ხელისუფლებას ჰყავს მიტოვებული“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს