ანა დოლიძე - ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვალთ, შოვის საკითხზე საგამოძიებო კომისია აუცილებლად შეიქმნება

„ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე შოვის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს.მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ადრეული შეტყობინების სისტემების დამონტაჟების შესახებ, პასუხისმგებლობა აიღო, აცხადებს, რომ მსგავსი სისტემა არსად დამონტაჟებულა.

ანა დოლიძის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია აუცილებლად შეიქმნება.

"შარშან, ზუსტად ამ დროს, მე ვითხოვდი საგამოძიებო კომისიის შექმნას საქართველოს პარლამენტში, ამ კომისიის არსი იქნებოდა საჯარო გამოძიება, თუ რა მოხდა შოვში და შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება. ასევე, ეს საგამოძიებო კომისია დადებდა დასკვნებს, რამდენად შეიძლება გაუმჯობესდეს ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებით, შეიძინოს ტექნოლოგიები ადრეული შეტყობინების სისტემა, რამდენად ვართ დაცულები სხვა ტერიტორიებზე იმავეს განმეორებისგან.

გუშინაც ვიყავი, ხაშურში, სურამში, რომელიც არის მეწყერსაშიში ზონა, საქართველოს აქვს ასეთი რელიეფი, ძალიან დაგვაჯილდოვა ღმერთმა ბუნებით, მაგრამ ამავე დროს, ამ რელიეფში ბევრი რისკია, ვფიქრობ, თუ რაიმე შეიძლება ვისწავლოთ ჩვენ შოვის ტრაგედიიდან არის ის, რომ უკეთესად შევიარაღდეთ და მოვემზადოთ ასეთი სიტუაციებისთვის.

ვართ თუ არა უკეთეს სიტუაციაში ვიდრე შარშან? პასუხი არის ნული, არავითარი ნაბიჯი გადადგმული არ ყოფილა ამ მიმართულებით. იმ ძალიან ბევრ ფუჭ და ტყუილ დაპირებებს შორის, რომელიც გვესმის ხელისუფლებისგან, გარემოს დაცვის სამინისტროდან არის ის, რომ იქნება ადრეული შეტყობინების სისტემა და ეს სისტემა ამ დროს არსად არ დაყენებულა. მე მინდა შეგპირდეთ, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია აუცილებლად შეიქმნება, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, იმიტომ რომ იმ მსხვერპლით, რომელიც ვნახეთ შოვის ტრაგედიის შედეგად, მომავალი თაობები მაინც დავიცვათ და უსაფრთხო გავხადოთ ჩვენი ქვეყანა."-განაცხადა ანა დოლიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება