„ნაციონალური მოძრაობა“ - მოსამართლემ მესამე პრეზიდენტს ე.წ. „საზღვრის კვეთის” საქმეზე, სრულიად დაუსაბუთებლად და უკანონოდ, აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ე.წ. “საზღვრის კვეთის” საქმეზე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სრულიად დაუსაბუთებლად და უკანონოდ, აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, - ამის შესახებ ნათქვამია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ აღნიშნული გადაწყვეტილების დასაბუთება აბსურდული არგუმენტით სცადა.

„2024 წლის 2 აგვისტოს, ივანიშვილის რეჟიმის ფსევდო-სასამართლოს ახალდანიშნულმა მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ე.წ. “საზღვრის კვეთის” საქმეზე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სრულიად დაუსაბუთებლად და უკანონოდ, აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამის გადაწყვეტილების დასაბუთება მიხეილ ჯინჯოლიამ აბსურდული არგუმენტით სცადა, თითქოს არსებობს მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

რეალურად, მიხეილ სააკაშვილს არათუ მოწმეებთან კომუნიკაციის საშუალება, არამედ სატელეფონო ზარების განხორციელების უფლებაც კი უკანონოდ აქვს წართმეული და საპატიმრო სამედიცინო დაწესებულებაში საბადრაგო სამსახურის 24 საათიანი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

ზემოხსენებული საქმე დაახლოებით 3 წელია იხილება და აქამდე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა.

ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც პირს, რომელიც უკვე იხდის თავისუფლების აღკვეთის სასჯელს, დამატებით წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. ეს არა მხოლოდ სამართლის ნორმების დარღვევაა, არამედ კიდევ ერთხელ ცხადყოფს პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებულია და ივანიშვილის ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის მთავარი გამოვლინებაა.

ივანიშვილს კარგად უნდა ესმოდეს, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დღეები დათვლილია. 26 ოქტომბერს ერთიანობით ქართველი ხალხი დაასრულებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და ქვეყანას დასავლური განვითარების გზაზე დააბრუნებს!

ერთიანობით ვიმარჯვებთ!“- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს