მიხეილ სარჯველაძე - სამწუხაროა, როდესაც არასამთავრობო სექტორი მეტწილად გადართულია პოლიტიკურ აგიტაციაზე და ყველანაირი სახე აქვს დაკარგული

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არასამთავრობო სექტორის ნაწილი მეტწილად გადართულია პოლიტიკურ აგიტაციაზე და ყველანაირი სახე აქვს დაკარგული.

მან თელავში „დემოკრატიის ფესტივალის“ ჩატარება შეაფასა, რომელშიც პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო სექტორი მონაწილეობდნენ.

მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ეს სამწუხარო ქართული რეალობაა.

„მგონი, ყველა კარგად ხვდება, რომ ეს არის ერთგვარი წინასაარჩევნო, პარტიული აქტივობის ნაწილი. სამწუხარო თვალის სადევნებელია, როდესაც არასამთავრობო სექტორი მეტწილად გადართულია პოლიტიკურ აგიტაციაზე და პრაქტიკულად, ყველანაირი სახე აქვს დაკარგული იმ თვალსაზრისით, რომ ის ნეიტრალურ სამოქალაქო სექტორად ითვლებოდეს. სამწუხაროა, ამის თვალის დევნება, მაგრამ, ეს სამწუხარო ქართული რეალობაა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრმა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, რომელმაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიმდინარე საქმეზე დავა პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყო ქცეული.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფო სტრუქტურებს ამუნათებდნენ და პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყო ქცეული ამ პოლიტიკური ძალის ხელში მიმდინარე დავა. მთავარი პოლიტიკური განაცხადი აბსოლუტურ სიყალბეზე დაფუძნებული აღმოჩნდა. ეს გაიგო საზოგადოებამ. ის, რასაც საზოგადოებას წლების განმავლობაში ეუბნებოდნენ, უბრალოდ, მტკნარი ტყუილი აღმოჩნდა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია