პრემიერი - ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალზე" გამოფენილი იყო სააკაშვილის სურათები, რაც ნიშნავს იმას, რომ იქ რეალურად ტარდება „ავტორიტარიზმის ფესტივალი", ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამას აფინანსებენ უცხოელი დონორები

მე, როგორც ვიცი, ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალზე" გამოფენილი იყო მათ შორის, სააკაშვილის სურათები, ეს ნიშნავს იმას, რომ იქ რეალურად ტარდება ავტორიტარიზმის ფესტივალი; ყველაზე ცუდი ის არის, რომ ავტორიტარიზმის ფესტივალს საქართველოში პირდაპირ აფინანსებენ უცხოელი დონორები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ბეშუმში, „დემოკრატიის ფესტივალთან" დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, უცხოეთიდან დაფინანსებული „ავტორიტარიზმის ფესტივალები" ვერ დააბრუნებს საქართველოში ავტორიტარიზმს.

„ძალიან ცუდია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეს არის არასწორი ჩარევა საარჩევნო პროცესებში. სამწუხაროდ, არჩევნები წარიმართება საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევის ფონზე, თუმცა ეს დარღვევები რეალურად შედეგებზე ვერ აისახება, ქართული საზოგადოება კარგად ხედავს ყველაფერს. აქედან გამომდინარე, როგორი ჩარევაც არ უნდა განხორციელდეს, მათ შორის, გარე ჩარევა, ეს რაიმე არსებით გავლენას არჩევნების შედეგებზე ვერ მოახდენს. მათ შორის, ვერც უცხოეთიდან დაფინანსებული ავტორიტარიზმის ფესტივალები ვერ დააბრუნებს საქართველოში ავტორიტარიზმს", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს